ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი კავკასია დაარსდა 2006 წლის დასაწყისში.
მდებარეობს ქ. ათენის ცენტრში განლაგებულ თანამედროვედ გამართულ და კეთილმოწყობილ შენობაში (დაახლ. 350 კვ.მ.).
კავკასიას დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი ელინისტი, ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი, დოქტ. ავთანდილ მიქაბერიძე.

ცენტრში მოქმედებს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია (ბერძნულ-ქართული კულტურული კავშირი კავკასია, ასოციაცია დიოსკურია – დიალოგისა და მშვიდობის აფზახეთი) და ასევე, რამდენიმე სასწავლო-შემოქმედებითი სტუდია და კაბინეტი:
~ ათენის წმ. ნინოს სახ. ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდი & მისი სასწავლო სტუდია: ფოლკლორი, საეკლესიო, კლასიკური, საესტრადო & ქალაქური მუსიკა, ხალხური საკრავები, გიტარა;
~ ათენის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი “კავკასია“ & სასწავლო სტუდია;
~ კომპიუტერული და თანამედროვე ტექნოლოგიების შემსწავლელი კაბინეტი.
~ უცხო ენების შემსწავლელი წრეები: თანამედროვე და ძველი ბერძნული, ინგლისური, გერმანული, უკრაინული, რუსული, არაბული და სხვ.;
~ ათენის ქართული საკვირაო სკოლა [ქართული ენა, ისტორია და კულტურა: წერა-კითხვა, ლიტერატურული მეტყველება და ზოგადი უნარ-ჩვევები]: ხუთშაბათი და შაბათი.
~ ათენის ჯანმრთელობის ცენტრი (იპირუს ქ. 6, ათენი 104 33) – სამედიცინო დიაგნოსტიკისა და კონსულტაციის კაბინეტი;
~ ათენის ქართული ბიბლიოთეკა;
~ საბერძნეთის სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებლობის (ΕΡΤ) ქართულენოვანი რადიო ივერია-ს რედაქცია Filia, FM 106.7;
~ ვეფხისტყაოსნის მეგობართა საერთაშორისო ასოციაცია – ფონდი რუსთაველი;
~ მსოფლიო ფილოსოფიური ფორუმი წარმომადგენლობა ათენში;
~ საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი წარმომადგენლობა ათენში;

აგრეთვე, კავკასია მრავალი წელია თავის კედლებში მასპინძლობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას საბერძნეთის მიგრანტთა ფორუმი.