ათენის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „კავკასია“ & სასწავლო სტუდია
დაარსდა 2001–2002 აკადემიურ წელს, ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორის, დოქტ. ავთანდილ მიქაბერიძის უშუალო ინიციატივითა და შ. რუსთაველის სახ. თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ეკა გიგოლაშვილი-მაცკარის ხელმძღვანელობით. თავდაპირველად ფუნქციონირებდა „დიოსკურიას“ სახელით, მას მფარველობდა ამავე სახელწოდების საბერძნეთის ყველაზე ადრედაარსებული ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაცია (1998 წ.). სტუდია „დიოსკურიას” ბაზაზე, რომელშიც დასაწყისშივე 80-მდე ქართველი და ბერძენი ბავშვი და მოზარდი (მათ შორის, შერეული და პონტოური წარმოშობის ოჯახებიდან) გადიოდა წვრთნას, 2002 წლის გაზაფხულიდან დაარსდა ათენის პირველი ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი – „დიოსკურია“. მასში სხვადასხვა დროს სოლისტები იყვნენ: ეკა გიგოლაშვილი, შმაგი ჯიმშერაშვილი, თამარ მიქაბერიძე, ძიძია მელიცკაური, ქეთი ბექაური, ნატო დათიაშვილი, ოთარ ლევერაშვილი, ირაკლი კიკნაძე, ნანა ზვიადაური, ლანა წამალაშვილი, ქეთი ჯანგირაშვილი, თორნიკე აბრამიშვილი, მარი ჩოჩუა, ნიკა და მაია კბილცეცხლაშვილები, მარი ხიბლაშვილი, ილო გორგიშელი, ბექა ქისტაური, კესარია სამხარაძე, გიორგი ფოჩხუა, მარი კურტანიძე, გურამ ვაშაყმაძე, ლაშა აფციაური, გიორგი თავაძე, მარი ხუნჯუკაშვილი, დიანა გიუირძიდი, ზურა ელიკაშვილი, ტატიანა და გიორგი აკობიები, ეროსი მამასახლისი, სოტირია მაცკარი, სალომე და დათო შალამბერიძე, დიმიტრი გოგოლაშვილი და ეკა ჭყოიძე-ოლიმპიუ, შოთა ჯაბუა, ბერძენი ბალერინა იოანა იკონომუ, და სხვა.
2002-2005 წლებში ანსამბლი-სტუდია „დიოსკურია“ წარმატებით მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში.
2005 წლის დასაწყისიდან, ანსამბლი-სტუდია „დიოსკურია“ გადადის ახალ შენობაში, რომელიც მდებარეობს პატისიონის ქ. 81-ში, და მას შემდეგ “კავკასიას“ სახელით, აქტიურად იწყებს მონაწილეობს ათენის კულტურულ ცხოვრებაში.
2001 წლიდან დღემდე – ანსამბლისა და სასწავლო სტუდიის ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელია ეკა გიგოლაშვილი-მაცკარი.
2005 წლის იანვრიდან, ქორეოგრაფის ასისტენტად მუშაობას იწყებს ანსამბლის ქართული ცეკვის სოლისტი და მასწავლებლები, ოთარ ლევერაშვილი.
2006 სექტემბერი-2007 წ. ივნისი – ცეკვის მასწავლებლებია ოთარ ლევერაშვილი და ნატო დათიაშვილი.
2007–2008 წლის გაზაფხულამდე, ცეკვის მასწავლებლები: ინგა ზაქაიძე და ილო გორგიშელი.
2009 წლის ივნისიდან – 2011 წლის სექტემბრამდე – ქორეოგრაფი სერგო ჭიჭიაშვილი.
2011 წლის ოქტომბრიდან, სოლისტი და ცეკვის მასწავლებელი – ირაკლი კიკნაძე.