ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიაში“ 2006 წლის თებერვალში დაარსდა ქართული ფოლკლორის, საეკლესიო, კლასიკური და საესტრადო მუსიკის სტუდია.

2007 წლის გაზაფხულზე, როდესაც სისტემატურად დაიწყო ათენში ქართულენოვანი საღმრთო ლიტურგიის შესრულება, აქვე ჩამოყალიბდა ათენის „წმ. ნინოს სახ. ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდი და მისი სასწავლო სტუდია“.

წმ. ნინოს სახელობის ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო თუ ლოკალურ ფესტივალში და მიღებული აქვს: ქ. ვარის, კიფისიასა და პენდელის მუნიციპალიტეტების საპატიო ჯილდოები (2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015).
საბერძნეთის ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების UNESCO-ს ასოციაციის მედალი და დიპლომი წარმატებული კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობისთვის (2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015).

ათენის წმ. ნინოს სახელობის ქართული მუსიკის გუნდისა და სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელები:
ნინო მესხიშვილი, 2007–2015 წწ.
მამუკა ინაძე, 2015 წლიდან.
პედაგოგები: ირმა აროშვილი-მატაკაკი, ჯუნა ხარაიშვილი, მზია საცერაძე, ანნა კაპონე პაპას, დავით ბარჯაძე, დინა გუდიოტი.